”ლივერპული” ენდი კეროლს იჯარით გაუშვებს?

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თქვა, რომ ფორვარდი ენდი კეროლი შესაძლოა, იჯარით გაასხვისონ. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სპეციალისტი 23 წლის თავდამსხმელს სეზონის წინა ტურნეში გამოსცდის.

"სიმართლე გითხრათ, ამ ვარიანტს მართლაც განვიხილავთ. სასარგებლო იქნება თუ არა ეს კლუბისთვის? - ეს მთავარი საკითხია.

ზოგჯერ მოთამაშის იჯარით წასვლა მასზე დადებითად აისახება და ის მომავალში კლუბისთვის დიდი ხნის მანძილზე სარგებლობის მოტანას ახერხებს. იჯარა ფეხბურთელს გახსნის შანსს აძლევს. მის შემდეგ მოთამაშეები კლუბში საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ბრუნდებიან, რადგან თამაშობენ და სათადარიგოთა სკამს არ ხეხავენ", - განაცხადა
როჯერსმა.

ასევე იხილეთ:
"ლივერპული" მომდევნო კვირას ერთ ან ორ ფეხბურთელს გაიფორმებს
"ლივერპული" დენიელ სტარიჯში ათ მილიონ ფუნტს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული