"ლივერპული" გეი-აღლუმში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" განაცხადა, რომ ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ასევე, სხვა ინგლისურ კლუბებსაც მოუწოდა იგივეს გაკეთება.

"ყველა ადამიანი თანაბარია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ამ მოსაზრების ერთგულნი ვართ. მრავალი წლის განმავლობაში წინ მივიწეოდით ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ჰომოფობიის წინააღმდეგნი ვართ, როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც", - აცხადებს კლუბის მმართველი დირექტორი იან ეირა.

"ლივერპული" პრემიერლიგის პირველი კლუბი გახდება, რომელიც მსგავს ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

კლუბის თანამშრომლები და "ლივერპულის" ქალთა გუნდი მომდევნო თვეს აღნიშნულ
მარათონზე ბანერებით გამოვლენ.

გარდა ამისა, "ლივერპული" საფეხბურთო ტურნირის ორგანიზებაზე მუშაობს, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
დროა "ზესტაფონიც "შეუერთდეს ამ აქციას!
cbfbdfbdfb
09:17 12-07-2012
0
ეს რეები ხდებააააააა
tornike
02:40 12-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული