სკანდალი. ჯონ ტერი ბრალდებას უარყოფს

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ჯონ ტერის სასამართლოს პირველ დღეზე ვწერდით. თემიდას ჩვენება ანტონ ფერდინანდმა მისცა, სადაც გაიმეორა, "ჩელსის" კაპიტანმა ასე და ასე შეურაცხმყოო.

10 ივლისს უკვე თავად ბრალდებულის ჯერი დადგა. ტერის თქმით, რასისტობაში მისი დადანაშაულება უსამართლობაა, რაც მას ძალიან აღიზიანებს.

საქმის თავი და თავი სწორედ ის არის, რომ მან შეურაცხყოფას წინ სიტყვა "შავი" მიაყოლა, თორემ მხოლოდ უწმაწური სიტყვებისთვის სასამართლოში რომ არავის იბარებენ, მგონი, ყველამ ვიცით.

ანტონის ოჯახი კარიბის ზღვის აუზის რეგიონიდან არის და მას შავკანიანი წინაპრები ჰყავდა. ასე რომ... თუნდაც უბრალოდ, "შე
შავო", რასიზმია.

ფეხბურთელმა არ დამალა, რომ კოლეგას ნამდვილად უწოდა ის "ეპითეტი", რაზეც თავად დაზარალებულმა წინა დღეს ილაპარაკა, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ "სარკასტული გადამღერება" იმ ფრაზისა, რაც მას ფერდინანდისგან თავად ჰქონდა მოსმენილი.

სრულად მისი ვერსია ასე ჟღერს: "ის იმით იყო აღშფოთებული, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა ბურთი მოედანს მიღმა არ გადააგდეს, როცა ქუინზპარკელი ტრავმის გამო მიწაზე იწვა.

მასთან მივედი და ეგრევე ცუდი რამ მომაძახა. არც მე დავაკელი პასუხი და გვერდზე გადავდექი. ამის მერე გავიგონე, როგორ ცდილობდა ჩემი პირადი ცხოვრების განსჯას. რატომ მადანაშაულებენ ყოველივეს მერე მე, ნამდვილად არ ვიცი".

უეინ ბრიჯის ყოფილ მეუღლესთან რომანის შეხსენებამ, როგორც ჩანს, ტერი ჭკუიდან გადაიყვანა.

პროკურორ დანკან პერის თქმით კი, ის დარწმუნებულია, რომ ჯონ ტერი იდეური რასისტი არ არის, მაგრამ არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ფეხბურთელმა რასისტული გამონათქვამი გამოიყენა, რაკი ის საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა.

ტერი ასეთ ფორმულირებას არ დაეთანხმა, განაცხადა რა, რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელია. დიდი ხანია შეჩვეულია, რომ სხვები ყოველ ნაბიჯზე ცდილობენ მის პროვოცირებას და მსგავს გამოხდომებზე, როგორც წესი, რეაქცია არ აქვს ხოლმე.

"ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და მსგავსი რამ მილიონჯერ მომისმენია. პირველად სწორედ ანტონ ფერდინანდმა მიწოდა შავი ... , რამაც ძალიან გამაკვირვა.

მე ეს მხოლოდ გავუმეორე. გავუმეორე იმიტომ, რომ ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. თამაშის შემდეგ სპეციალურად მივედი მასთან და ვკითხე, ძალიან ნაწყენი ხომ არ იყო ჩემზე. მან ორჯერ გამიმეორა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო. მერე, როცა განცხადება პოლიციაში შეიტანა და მე რასისტობაში დამდო ბრალი, ძალიან გაკვირვებული და გაბრაზებული ვიყავი," - დაასკვნა ტერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკანდალი. დღე პირველი. რა სარგებლობა მოაქვს ეშლი კოულის თავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული