ჯერ სეზონი წესიერად დასრულებულიც არ იყო, რომ გაზეთები წერდნენ, "მანჩესტერ სიტის" მარტინ შკრტელის შეძენა აქვს განზრახულიო.
შემდეგ უკვე "ენფილდიდან" დანიელ აგერის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ. ლუის სუარესის თავს დატრიალებული ამბები მოგეხსენებათ.
რასიზმში დადანაშაულებული ურუგვაელის ინგლისიდან წასვლაზე ყველა წერდა, ვისაც არ ეზარებოდა.
"ლუისთან გულთბილი სატელეფონო საუბარი მქონდა. დანიშვნის დღეს მან შეტყობინება გამომიგზავნა, სადაც წარმატება მისურვა, მითხრა, რომ ძალიან მოსწონდა "სუონსიში" ჩემ მიერ დანერგილი
იმედია, ახალ კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას შკრტელთან და აგერთან. ისინი კარგი ბიჭები არიან. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა პირისპირ ვესაუბრე. აგერმა პირდაპირ მითხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებს," - თქვა როჯერსმა.
სამაგიეროდ, ენდი ქეროლის გუნდიდან გაშვების ვარიანტი, თუნდაც იჯარით, როჯერსმა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში დაადასტურა.
ახმახი თავდამსხმელის გადაბირება "ტოტენჰემს" სურს. "დეზები" ამ "ფრონტზე" იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუკი "მანჩესტერ სიტიდან" ემანუელ ადებაიორის გადაბირებაზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევენ.
ქეროლის წაყვანა "ფულჰემსაც" სურს, რაკი სეზონის დასრულების შემდეგ უკანასკნელმა ერთბაშად ორი თავდამსხმელი: ენდი ჯონსონი და პაველ პოგრებნიაკი დაკარგა.
შესაძლოა, ქეროლი "ლივერპულში" კლინტ დემპსის გადასვლის ერთ-ერთ წინაპირობადაც იქცეს. ენდის ერთწლიანი იჯარით გადაყვანა სურს "ვესტ ჰემსაც".
"გარდიანის" ინფორმაციით, "ჩაქუჩები" მზად არიან, თუკი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, 2013 წლის ივლისში თავდამსხმელი 15 მილიონ ფუნტად გამოისყიდონ. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარში "ნიუკასლმა" მასში 35 მილიონი ფუნტი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"