ფეხბურთელს რობერტო მანჩინისთან საუბრისასაც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ იმედგაცრუებულია, რომ "სიტის" ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება.
სერბმა 2011/12 წლების სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 12 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.
იტალიელი მწვრთნელი მას გაელ კლიშის ამჯობინებს. არადა, ორი წლის წინ "ლაციოდან" მ
"სტარზსპორტის" ცნობით, თუკი მანჩინი მას გარანტიას არ მისცემს, რომ ასე აღარ გაგრძელდება, ის ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. მსურველებს კოლაროვში 10 მილიონი ფუნტის (12,7 მლნ ევრო) გადახდა მოუწევთ. სერბით დაინტერესებულთა შორის დიდი ხანია ასახელებენ "მილანსა" და "იუვენტუსს".
კოლაროვის არ იყოს, ნორმალურად თამაში არ ღირსებია არც კოლო ტურეს. 31 წლის ცენტრალურ მცველს მხოლოდ მაშინ ანდობდნენ ადგილს ძირითადში, როცა მისი კონკურენტები ტრავმირებულები იყვნენ. ივუარელს "ეტიჰადიდან" წასვლა სურს.
თურქული "ბურსასპორი" მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს. "გარდიანის" ცნობით, "სიტი" ფეხბურთელს 6 მილიონ ფუნტად შეელევა. ცხადია, ტურეს ხელფასის რამდენჯერმე შემცირება მოუწევს. ამჟამად მისი ანაზღაურება კვირაში 90 ათასი ფუნტია, რასაც თურქები ნამდვილად ვერ გასწვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"