ალექსანდარ კოლაროვი მოლაპარაკებას იწყებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" სერბ მარცხენა მცველს, 26 წლის ალექსანდარ კოლაროვს კლუბის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებება სურს, სადაც ის იმის გარკვევას შეეცდება, რა გეგმები აქვთ "ქალაქელებს" მასთან დაკავშირებით.

ფეხბურთელს რობერტო მანჩინისთან საუბრისასაც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ იმედგაცრუებულია, რომ "სიტის" ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება.

სერბმა 2011/12 წლების სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 12 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

იტალიელი მწვრთნელი მას გაელ კლიშის ამჯობინებს. არადა, ორი წლის წინ "ლაციოდან" მ
ისი გადაბირება მანკუნიანელებს 18 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

"სტარზსპორტის" ცნობით, თუკი მანჩინი მას გარანტიას არ მისცემს, რომ ასე აღარ გაგრძელდება, ის ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. მსურველებს კოლაროვში 10 მილიონი ფუნტის (12,7 მლნ ევრო) გადახდა მოუწევთ. სერბით დაინტერესებულთა შორის დიდი ხანია ასახელებენ "მილანსა" და "იუვენტუსს".

კოლაროვის არ იყოს, ნორმალურად თამაში არ ღირსებია არც კოლო ტურეს. 31 წლის ცენტრალურ მცველს მხოლოდ მაშინ ანდობდნენ ადგილს ძირითადში, როცა მისი კონკურენტები ტრავმირებულები იყვნენ. ივუარელს "ეტიჰადიდან" წასვლა სურს.

თურქული "ბურსასპორი" მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს. "გარდიანის" ცნობით, "სიტი" ფეხბურთელს 6 მილიონ ფუნტად შეელევა. ცხადია, ტურეს ხელფასის რამდენჯერმე შემცირება მოუწევს. ამჟამად მისი ანაზღაურება კვირაში 90 ათასი ფუნტია, რასაც თურქები ნამდვილად ვერ გასწვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წამო მილანში კოლაროვ
prince 27
16:57 14-07-2012
0
უვენტუსმა რო იყიდოს კარგი იქნება
England
00:50 15-07-2012
0

სიახლეები პოპულარული