ამ განცხადების წინაპირობა გახდა ის, რომ არგენტინული "ოლდ ბოისის" ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა, რომ ისინი მაქსის ტრანსფერის ხორცშესასხმელად ყველაფერს გააკეთებდნენ, თუმცა ისინი იქვე აღიარებდნენ, რომ საქმეში ბოლო სიტყვა მერსისაიდელებს ეკუთვნოდათ.
ალბათ გახსოვთ, რომ 2011/12 წლების სეზონის მიწურულს, როცა კენი დალგლიშმა სამომავლო გეგმები ჩამოაყალიბა, ერთ-ერთი სწორედ არგენტინელის ტრანსფერზე დაყენება იყო. "ენფილდიდან" წასვლაზე თავად მაქსიც ხშირად ლაპარაკობდა, რადგან ის სათამაშო პრაქტიკის სიმწირით იყო შეწუხებული.
სულ მთელი წლის განმავლობაში მან
ამას გარდა, მაქსი ზოგადად ქმნის ჩვენს ბანაკში დადებით აურას. ახალ "ლივერპულში" მის როლს ის სრულად მხოლოდ მაშინ გაიაზრებს, როცა იმ ფეხბურთს ნახავს, რომელიც მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ითამაშოს. ვიცი, შარშან რთული პერიოდი ჰქონდა.
ამას გარდა მესმის, რომ მისი ოჯახისთვისაც გარკვეული პრობლემა იყო ამ ქვეყანაში ცხოვრება. სამომავლო გეგმებზე მასთან რამდენჯერმე ვილაპარაკე. მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ იოლად გავუგეთ. იმედი მაქვს, რომ მის საკითხს უახლოეს დღეებში დავუსვამთ წერტილს".
როჯერსს მაქსი როდრიგესის გარდა გუნდში ჯო კოულის ხელახალი ადაპტაციის იმედიც აქვს. საამისოდ მას ჩრდილო ამერიკაში დაგეგმილი ტურნე აქვს. კოული როჯერსს ჯერ კიდევ "ჩელსიში" თამაშის პერიოდიდან იცნობს.
მართალია, მწვრთნელი შეგირდს ხუთი თითივით იცნობს, მაგრამ ის მაინც აცხადებს, რომ ჯოს ყველაფრის დამტკიცება თავიდან მოუწევს: "უახლოეს მომავალში თითოეული ჩემი ფეხბურთელის შეფასება მომიწევს.
მათ შორის კოულისაც. ამ ბიჭმა ნამდვილად იცის ფეხბურთის თამაში. თუკი წვრთნებისას ის კონკრეტულ სისტემას შეიმუშავებს, სამომავლოდ ნამდვილად წაადგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"