ფიფა "რეინჯერსისგან" განმარტებას ითხოვს

AutoSharing Option
ფიფამ შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციას შეკითხვით ოფიციალურად მიმართა და "რეინჯერსის" ყოფილი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყოფილი კლუბის მიერ გათავისუფლების ფურცლების გაცემაზე უარის მიზეზით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ გლაზგოური გრანდის მმართველი კომპანია გაკოტრდა. "რეინჯერსი", ასე ვთქვათ, თავიდან დაარსდა "სევკო სკოტლანდ ლიმიტედის" მიერ.

ფიფას წესებით, ამ დროს ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებენ, თუმცა "ჰემპდენ პარკზე" ამ წესს არ აღიარებენ.

"რეინჯერსმა" ჩრდილოირლანდიელი სტივენ დევისის (საუთჰემპტონი), შოტლანდიელების - სტივენ უიტაკერისა (ნორვიჩი) და სტივენ ნეისმიტის (ევერტონი) ტრანსფერები დაბლოკა.

არადა, ფეხბურთელები საფეხბურთო ლიგის მიერ ინფორმირებულნი იყვნენ, რომ ისინი არჩევანში თავისუფლები
იყვნენ.

"პროტესტანტების" ახალი ბოსის, ჩარლზ გრინის მოთხოვნით, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გადასვლა ახალ კლუბებში დროებით დაიბლოკა, რის შემდეგაც უკანასკნელებმა ფიფას შესაბამის კომისიას მიმართეს.

"რაკი საბოლოოდ სწორედ პროფესიულმა ლიგამ თქვა უარი ტრანსფერების დარეგისტრირებაზე, "საუთჰემპტონმა", "ნორვიჩმა" და "ევერტონმა" საქმეში ჩარევა ფიფას სთხოვეს.

ჩვენი მხრივ იმას ვიტყვით, რომ "რეინჯერსი" თავის პოზიციას ფეხბურთელთა მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით ამართლებს.

ჩემს საადვოკატო კანტორაში ამ საკითხის შესწავლა ჯერ არ დაწყებულა. ფიფას ოფიციალური ახსნა-განმარტება ყველაზე გვიან, 7 დღეში უნდა გავუგზავნოთ, თუმცა ციურიხში იმედი აქვთ, რომ ამისთვის ნაკლები დრო დაგვჭირდება.

თუ საქმეს დასჭირდა, ეს ორგანიზაცია გათავისუფლების ფურცელს ფეხბურთელებს თავად გადასცემს," - განაცხადა შოტლანდიური პროფესიული ფეხბურთის ლიგის იურისტმა მარგარეტ გრიბონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული