ლონდონის "ჩელსის" ამერიკული ტურნე დაიწყო

AutoSharing Option
"ჩელსი" ოკეანის გაღმა გაფრინდა, რათა სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი ეტაპი გაიაროს.

"ლურჯებს" ცხრა ფეხბურთელი აკლიათ. აქედან ხუთს ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშეს - ეშლი კოული, ჯონ ტერი, ფლორან მალუდა, რაულ მეირელეში და ფერნანდო ტორესი. ისინი გუნდს რამდენიმე დღეში ამერიკაშივე შეუერთდებიან.

რაც შეეხება დანარჩენ 4 კაცს, ისინი ნაკრებებთან ერთად ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებენ - რაიან ბერტრანდი, დენიელ სტარიჯი (დიდი ბრიტანეთი), ორიოლ რომეუ და... ხუან მატა (ესპანეთი). უკანასკნელმა, მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

ამხელა
დანაკლისის შესავსებად რობერტო დი მატეომ დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა - ჯამალ ბლექმენი, ტოდ კეინი, პატრიკ ბემფორდი, ლუკას პიაზონი და ნატანიელ ჩალობა. "ჩელსი" პირველ თამაშს სიეტლში ხვალ "სიეტლ საუნდერსთან" გამართავს.

გუნდთან ერთად არის მიკაელ ესიენი, ფეხბურთელი, ვინც ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო გუნდთან ერთად სეზონისთვის მომზადებას ვერ ახერხებდა. განელმა სულ ახლახან მოირჩინა ჯვარედინი იოგების ტრავმა და ძალიან ბედნიერია.

"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვმჯობინდი და გუნდთან ერთად ვიწყებ მზადებას. იმედია, ამ ციკლს ტრავმების გარეშე ჩავატარებ. როცა ამას ვერ ახერხებ, კონდიციების აღდგენა მერე ძალიან ძნელი ხდება. სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები," - თქვა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული