ლუკა მოდრიჩმა ლონდონის "ტოტენჰემის" წინადადება უარყო

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ლუკა მოდრიჩით დაინტერესებული კლუბების წინადადებებს იხილავს, თუმცა პარალელურად ცდილობს, დარჩენაზე დაიყოლიოს.

ამისთვის "დეზებმა" ფეხბურთელს ხელფასის გაორმაგება შესთავაზეს. მოქმედი კონტრაქტით, ხორვატი 3,2 მილიონ ევროს იღებს.

ესპანური "მარკას" ცნობით, ლუკამ უარი თქვა წინადადების განხილვაზე და ისევ და ისევ "რეალში" გაშვებას ითხოვს. მას არც ის აშინებს, რომ სამეფო კლუბს მის პოზიციაზე გერმანელი მესუთ იოზილი ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული