ალექს ფერგიუსონი: ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მის გუნდს გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტისთან" ტიტულის დათმობის შემდეგ აღორძინება შეუძლია.

"ეს განსაკუთრებული სეზონი იქნება. თუ ბოლო წლების ისტორიას გადახედავთ, დაინახავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წაგებული ტიტულის შემდეგ გონს მალევე მოეგებოდა ხოლმე.

მას შემდეგ, რაც 1998 წელს ჩემპიონობა "არსენალს" დავუთმეთ, მომდევნო წელს ოქროს ჰეთ-თრიქი შევასრულეთ. მერე "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ ტიტული დავიბრუნეთ. ასე ბოლო 14 თუ 15 წლის განმავლობაში სამჯერ მოხდა.

ამიტომ ეს განსაკუთრებული, თუმცა არა ყველაზე განსაკუთრებული სეზონი იქნება. ჩვენი ნომერ პირველი
პრიორიტეტი ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაა", - განაცხადა ცნობილმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" - გადამწყვეტი წელიწადი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული