33 წლის ფერდინანდმა თქვა, რომ ყურადღების გადატანას "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობაზე აპირებს, რათა გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმაროს.
ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო წლებში ტრავმები აწუხებს, აღნიშნავს, რომ ახალ სეზონში იმაზე ნაკლები თამაშის ჩატარებას არ აპირებს, ვიდრე გასულ სეზონში. ფერდინანდმა თქვა, რომ ზურგის ტრავმა სტანჯავდა, მაგრამ 2011/12 წლების სეზონში "იუნაიტედის" 35 შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ფერდინანდმა 2011 წლის ივნისში ჩაატარა. მცველი ევრო 2012-ზე გუნდის განაცხადში
ლონდონური კლუბის მცველს რიოს უმცროსი ძმის - ანტონ ფერდინანდის რასობრივ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ტერი სასამართლომ გაამართლა.
ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებში სულ 81 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ნაკრების შემადგენლობაში მცველმა სამ მსოფლიოს ჩემპიონატში (1998, 2002 და 2006 წელს) მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდი: ახალგაზრდები ევროზე წაიყვანეს, მაგრამ მათ შანსი არ მისცეს