ედინ ჯეკო: "მილანთან" არანაირი მოლაპარაკება არ გამიმართავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე ზაფხულს შესაძლოა "მილანში" გადავიდეს.

"ბოლო დღეების განმავლობაში პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს "სიტის" დატოვებას ვაპირებ და "მილანთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.

ოფიციალურად ვაცხადებ: "მილანთან" არანაირი მოლაპარაკება არ მქონია. "სიტიში" გამოსვლაზე ვარ კონცენტრირებული და ამ ჭორებზე კომენტარებს მეტად აღარ გავაკეთებ", - დაწერა ჯეკომ თავის ოფიციალურ საიტზე.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული