ამხანაგური მატჩი. "მანჩესტერ იუნაიტედი" - მაკედას გასროლა

AutoSharing Option
ამაზულუ-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
მანჩესტერ იუნაიტედი: ლინდეგორი, ვესელი, ვუტონი, ფერდინანდი, ბრედი (ბლეკეტი 58), კერიკი, სქოულზი (ტანიკლიფი 71), ლინგარდი (პეტრუჩი 71), ბერბატოვი, ჩიჩარიტო (კაგავა 89), მაკედა (ანდერსონი 58)
გოლი: 0:1 მაკედა (20)

მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამხრეთაფრიკული ტურნე გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ეს არ იყო იოლი.

თამამად შეიძლება თქმა, რომ არა ანდერს ლინდეგორი, "ეშმაკებს", ალბათ, ფრეც სანატრელი ექნებოდათ.

პრინციპში, გასაკვირი აქ არაფერია, რადგან ალექს ფერგიუსონის გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ. იმის თქმას ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ "ამაზულუმ" მეტოქეს აჯობა; უბრალოდ, მანკუნიანელები დაცვის ხაზში მოიკოჭლებდნენ.

შეტევას
რაც შეეხება, საგოლე მომენტების განიავება მათაც საკმაოდ მოახერხეს. მოულოდნელად სასტარტოს მიღმა აღმოჩნდა შინჯი კაგავა. სერ ალექსმა იაპონელს მხოლოდ 2-3 წუთი მისცა სათამაშოდ. სკამზე გაატარა მთელი თამაში ნიკ პაუელმა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-20 წუთზე ფედერიკო მაკედამ დიმიტარ ბერბატოვის პასით გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ თამაში სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი იყო, თანაც, მოედანზე დებიუტანტების მთელი "ბატალიონი" გამოვიდა, რომელთა შორის თვალშისაცემად სუსტად არცერთს არ უთამაშია, "ეშმაკების" თავკაცი კმაყოფილი ჩანდა და ეს ლოგიკურიც იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ მატჩს 50 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული