რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" ისურვა

AutoSharing Option
"მირორის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 29 წლის რობინ ვან პერსისთვის ბრძოლა მოიგო და თუკი საბოლოოდ ჰოლანდიელმა "არსენალს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, კარიერას ის სწორედ "ოლდ ტრეფორდზე" განაგრძობს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ აღნიშნულ თემაზე სერ ალექს ფერგიუსონი თავის მეგობრებს გამოუტყდა.

თუკი ეს ამბავი დადასტურდა, "ეშმაკებს" მათ წინაშე დასმული ამოცანების გადაჭრა ერთიორად გაუადვილდებათ, რადგან უეინ რუნისა და ვან პერსის დუეტი ნამდვილად ყველაზე მრისხანე იქნება მთელ პრემიერლიგაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული