ლონდონის "ჩელსის" სამიზნეები

AutoSharing Option
"ჩელსის" "მარსელისა" და ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მარჯვენა მცველის, 22 წლის სესარ ასპილიკუეტას შეძენა სურს.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, კლუბი მზადაა, ფინანსურ კრიზისში ჩაძირულ პროვანსელებს 14 მილიონი ევრო გადაუხადოს. სამხრეთელებისთვის ეს თანხა ნამდვილად მისწრება იქნება. ფრანგული პრესა ჯერ კიდევ 2011/12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ წერდა, რომ ოლიმპიკელთა საბიუჯეტო დეფიცი 28 მილიონ ევროს აღწევდა, რომლის დაფარვა საბოლოოდ კლუბის მესაკუთრე მარგარიტა ლუის დრეიფუსს მოუხდა.

ESPN კი წერს, რომ ლონდონელებმა "უიგანისგან" მესამედ მიიღეს უარი 21 წლის ვიქტორ მოზესის ტრანსფერზე.

თავდაპირველად "ლურჯებს" ნიგერიელის 4 მილიონ ფუნტად
ხელში ჩაგდება სურდათ. ახლა ისინი 6 მილიონს იხდიან, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ დეივ უილანს არც თანხა აკმაყოფილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული