ტრავმები ტრავმებად, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ფეხბურთელს, ამხანაგური მატჩების ჩათვლით, სულ 15-ჯერ მიეცა მოედანზე გასვლის შანსი. 23 წლის ასაკში კი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა დამღუპველია.
Goal.com წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ნიჭიერ თურქში "სამეფო კლუბს" 25,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ შაჰინამდე "ეშმაკებს" "სან პაულუდან" ლუკას სილვას გადაბირება სურდათ, მაგრამ ბრაზილიელებმა ინგლისელთა გულუხვ შეთავაზებაზე უარი თქვეს.
თუ ტრანსფერი შედგა, შაჰინი "ოლდ ტრეფორდზე" შინჯი კაგავას გვერდით იასპარეზებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"