ნური შაჰინი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ჩემპიონ "დორტმუნდიდან" მადრიდის "რეალში" გადასვლით თურქმა ნური შაჰინმა კარიერა დაიღუპა.

ტრავმები ტრავმებად, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ფეხბურთელს, ამხანაგური მატჩების ჩათვლით, სულ 15-ჯერ მიეცა მოედანზე გასვლის შანსი. 23 წლის ასაკში კი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა დამღუპველია.

Goal.com წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ნიჭიერ თურქში "სამეფო კლუბს" 25,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ შაჰინამდე "ეშმაკებს" "სან პაულუდან" ლუკას სილვას გადაბირება სურდათ, მაგრამ ბრაზილიელებმა ინგლისელთა გულუხვ შეთავაზებაზე უარი თქვეს.

თუ ტრანსფერი შედგა, შაჰინი "ოლდ ტრეფორდზე" შინჯი კაგავას გვერდით იასპარეზებს.
ისინი "დორტმუნდშიც" ერთად თამაშობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული