სტიუარტ პირსი ბრიტანეთის საფეხბურთო ასოციაციას აკრიტიკებს

AutoSharing Option
ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტიუარტ პირსის თქმით, ის, რომ მან გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების მიწვევა ვერ მოახერხა, ამაში ბრალი საფეხბურთო ასოციაციას მიუძღვის, ვინც მას ევრო 2012-ის მონაწილეთა გუნდში აყვანა აუკრძალა.

ერთადერთი გამონაკლისი მეკარე ჯეკ ბეტლანდია. თუმცა 19 წლის კარის დარაჯის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის დასახელება მხოლოდ ფორმალობაა. ბირმინგემელი მხოლოდ განაცხადს ავსებდა, სხვა ფუნქცია მას ნამდვილად არ ჰქონია.

პირსს 23-წლამდელ ინგლისელთა წაყვანაც სურდა, მაგალითად ჯორდან ჰენდერსონის, ენდი კეროლის, ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენის, თეო უოლკოტისა და დენი უელბეკის.

"ვფიქრობ, რომ ყველა დიდ ტურნირზე
გუნდში მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები უნდა იყვნენ. სამწუხაროა, რომ ისინი, ვინც მე ნაკრების მომზადება დამავალეს, ასე არ ფიქრობენ.

უცნაურია, რადგან ფეხბურთელებს ეს გამოცდილებაც დიდად წაადგებოდათ", - განუცხადა "გარდიანს" 49 წლის მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული