რომელუ ლუკაკუ: ლონდონის "ჩელსიში" დარჩენა მინდა

AutoSharing Option
"ჩელსის" 19 წლის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს "სიეტლ საუნდერსთან" შესრულებულმა დუბლმა იმედი მისცა, რომ რობერტო დი მატეო მას იჯარით გასაშვებად აღარ გაიმეტებდა, თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია.

არადა სერიოზულად მიდიოდა ლაპარაკი, რომ მასაც მის თანამემამულე კევინ დე ბრუინს 2013 წლის ივნისამდე "ვერდერს" ათხოვებდნენ.

"იდეალური იქნება, თუკი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გავხდები და გოლებს რეგულარულად გავიტან.

მოვლენათა ასეთი განვითარება მეც ძალიან მინდა და კლუბსაც უნდა აწყობდეს. თუკი მწვრთნელები ჩათვლიან, რომ ამისთვის მზად არ ვარ, იჯარით წასვლასაც დავთანხმდები.

ამ წუთას ყველაზე მეტად სხვა გუნდში
წასვალზე კი არა, სწორედ "ჩელსიზე" ვცდილობ კონცენტრაციას",
– აცხადებს ლუკაკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული