"სუონსი": მარკ დევისი გილფი სიგურდსონის ნაცვლად

AutoSharing Option
"სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა "ბოლტონიდან" 24 წლის შემტევი ნახევარმცველის მარკ დევისის გადაბირება მოინდომა.

მოგეხსენებათ, უელსელებმა გილფი სიგურდსონის შენარჩუნება ვერ შეძლეს. "ჰოფენჰაიმმა" (სწორედ გერმანელებს ეკუთვნოდათ მისი სატრანსფერო უფლებები) ისლანდიელი 10 მილიონ ფუნტად "ტოტენჰემს" დაუთმო.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ჩემპიონშიპში დაქვეითებული გუნდიდან დევისის გადაბირება საკმაოდ იაფი, 4 მილიონი ფუნტი დაჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული