არსენ ვენგერი რობინ ვან პერსის გაყიდვას არ გამორიცხავს
AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიანიშნა, რომ მისი კლუბი მზადაა, მიმდინარე ზაფხულს თავდამსხმელ რობინ ვან პერსის გამოეთხოვოს, რომელსაც სხვა გუნდში გადასვლა სურს.
"რობინი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. იცით, რომ მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
ჩვენი სურვილია, რომ ის გუნდში დარჩეს.
მაგრამ საბოლოო ჯამში იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი კლუბის ინტერესებისთვის უფრო შესაბამისი იქნება", - თქვა ვენგერმა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.