რაფაელ ვან დერ ვაარტს ლონდონის "ტოტენჰემში" დარჩენა სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი "უაით ჰარტ ლეინის" დატოვებას არ აპირებს.

ამბობენ, რომ ვან დერ ვაარტით ევროპის ტოპჩემპიონატებიდან ბევრი გუნდია დაინტერესებულიო, თუმცა, მიუხედავად ამისა, რაფას თამაშის გაგრძელება "ტოტენჰემში" სურს.

"დიახ, "ტოტენჰემში" დარჩენა მსურს. ფეხბურთში არასდროს იცი, სად აღმოჩნდები შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს.

თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვითამაშებ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ", - უთხრა ვან დერ ვაარტმა ჟურნალისტებს.

ამჟამად "დეზები" ამერიკულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. 25 ივლისს ისინი "ლოს ანჯელეს გალაქსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული