ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელს დასჯის

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია "არსენალის" 20 წლის ნახევარმცველ ემანუელ ფრიმპონგს "ტვიტერში" ატეხილი ალიაქოთისთვის დასჯის.

გამოძიების დაწყების საფუძვლად ის იქცა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ტოტენჰემის" მავანმა ფანმა დაუწერა, ვლოცულობდი, რომ ორივე ხელი და ფეხი მოგეტეხაო, რაზეც ფრიმპონგმა მეტისმეტად უხეში პასუხი გასცა.

ემანუელს შესაძლოა, ორიოდე თამაშით აუკრძალონ პრემიერლიგაში ასპარეზობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული