ამხანაგური მატჩი. MLS-ის ვარსკვლავები-ჩელსი 3:2

AutoSharing Option
ვიდეო
"ჩელსიმ" ფილადელფიაში MLS-ის ვარსკვლავებთან ამხანაგური მატჩი მოულოდნელად წააგო.

მასპინძელთა რიგებში ორმა ევროპელმა სუპერვარსკვლავმა ითამაშა - დევიდ ბექჰემმა და ტიერი ანრიმ.

ინგლისელს ვერ დავაბრალებთ, რომ პასიური იყო, თუმცა არცერთ გოლში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.

ანრიმ კი ვონდოლოვსკის საგოლე პასი გაუკეთა პირველი ბურთისას. ექსარსენალელის ჩაწოდებას მარცხენა ფლანგიდან ჯონ ტერი აღუდგა წინ, თუმცა ფეხი დაუცურდა და მისგან ასხლეტილი ბურთი მეტოქეს მიუვიდა, ვისაც 7-8 მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

32-ე წუთზე ფრენკ ლემპარდის კუთხურს "ჩელსის" კაპიტანმა შეუშვირა თავი და წონასწორობა აღადგინა.

58-ეზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული
ბურთის შემდეგ მეკარე კენედი გამოსვლაზე შეცდა და ლემპარდმა ცარიელ კარში შეაგორა. არადა, გოლკიპერმა იქამდე თავისი გუნდი ხიფათისგან წარმოუდგენელი რეაქციით იხსნა.

15 წუთში კრის პონტიუსმა "ჩელსის" მცველების მოდუნებით ისარგებლა და ფლანგიდან დაგორებული დაბალი ბურთი ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა როს ტერნბულის კარში. თამაშს წერტილი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ედი ჯონსონმა დაუსვა, თუმცა მას სტუმართა მცველის რიკოშეტმაც წააშველა ხელი.

MLS-ის ვარსკვლავები-ჩელსი 3:2 (იხილეთ ვიდეო)
MLS-ის ვარსკვლავები: ნილსენი (კენედი 46), კოლინი (ვალდესი 37), მოროუ (კორალესი 57), დემერიტი, ბეიტაშური, დე როსარიო, ბექჰემი (ფარფანი 75), დონოვანი (პონტიუსი 46), ალონსო (ბეკერმანი 46), ვონდოლოვსკი (ჯონსონი 61), ანრი (ზუსი 58)
ჩელსი: ილარიუ (ტერნბული 46), ივანოვიჩი, კეჰილი (ჩალობა 77), ტერი (ლუისი 46), კოული (ფერეირა 46), ბენაიუნი (მალუდა 46), ესიენი (ობი მიკელი 62), მარინი (ლუკასი 62), რამირესი (აზარი 62), ლემპარდი (მეირელეში 62), ლუკაკუ (დე ბრუინი 76)
გოლები: 1:0 ვონდოლოვსკი (20), 1:1 ტერი (32), 1:2 ლემპარდი (57), 2:2 პონტიუსი (72), 3:2 ლემპარდი (90)

მატჩის შემდგომ
რობერტო დი მატეო (ჩელსი): "ყოველთვის გამარჯვებაზე ვართ მომართულნი და შესაბამისად, შედეგით იმედგაცრუებულნი დავრჩით. რატომღაც მეორე ტაიმში თამაში გაგვიჭირდა.

შეიძლება იმიტომაც, რომ რამდენიმე ცვლილება გავაკეთე და მინდორზე ნაკლებად შეთამაშებული შემადგენლობა იყო. მეტოქემ აქტიურად ითამაშა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან MLS-ში გახურებული სეზონია და ფეხბურთელები მშვენიერ ფორმაში არიან. დღეს კარგი გამოცდა გვქონდა.

რასაკვირველია, გამოჩნდა ის, რაზეც გვმართებს მუშაობა. მაგალითად იმაზე, რომ ცენტრფორვარდს ფლანგებიდან მეტად დავეხმაროთ, შედარებით სწრაფად გადავადგილდეთ და გამჭოლი გადაცემები უფრო ხშირად გამოვიყენოთ. ჩემი ფეხბურთელები მე-5-მე
-7, მაქსიმუმ, მე-10 დღეა, რაც ვარჯიშობენ და ცხადია, რომ ფორმის პიკს ბევრი უკლიათ".

აქვე გეტყვით, რომ "ჩელსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ მაიამიში ამერიკული საფეხბურთო ლიგის "მაიამი დოლფინსის" "სან ლაიფ სტედიუმზე" "მილანთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული