სტივენ ჯერარდი: ლუკას ლეივას ტრავმამ გასულ სეზონში ძალიან დაგვაზარალა

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ნახევარმცველ ლუკას ლეივას მწყობრში ჩადგომის შესახებ ისაუბრა.

"ლუკასის ტრავმამ გასულ სეზონში ჩვენს თამაშზე ძალიან იმოქმედა. როდესაც ის დაშავდა გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო და საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.

ის უბრალოდ საოცრად თამაშობდა. ამასთან ლუკასი მოედანზე შავი სამუშაოთიც არის დაკავებული - თამაშს შლიდა, მეოთხე მცველს ეხმარებოდა და ძალიან ბევრ კონტრშეტევას ახშობდა. ამის კეთება ცოტას თუ მოეწონებოდა.

კარგია, რომ დაბრუნდა. ლუკასი შესანიშნავი ყმაწვილია", - განაცხადა ჯერარდმა.

ბრაზილიელი ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე გამოჯანმრთელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული