"ლუკასის ტრავმამ გასულ სეზონში ჩვენს თამაშზე ძალიან იმოქმედა. როდესაც ის დაშავდა გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო და საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.
ის უბრალოდ საოცრად თამაშობდა. ამასთან ლუკასი მოედანზე შავი სამუშაოთიც არის დაკავებული - თამაშს შლიდა, მეოთხე მცველს ეხმარებოდა და ძალიან ბევრ კონტრშეტევას ახშობდა. ამის კეთება ცოტას თუ მოეწონებოდა.
კარგია, რომ დაბრუნდა. ლუკასი შესანიშნავი ყმაწვილია", - განაცხადა ჯერარდმა.
ბრაზილიელი ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე გამოჯანმრთელდა.