თუკი მოთხოვნა ამით არ დაკმაყოფილდება, კლუბი მზად იქნება, დამატებით 2,5 მილიონ აქციასაც შეელიოს.
ფინანსური ექსპერტების განცხადებით, თუკი აქციათა ფასის მიხედვით კლუბის ღირებულებას დავითვლით, მისი ფასი 3 მილიარდი დოლარი (2,43 მლრ ევრო) გამოდის. რამდენიმე კვირის წინ უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ეშმაკები" ამ გზით მინიმუმ 100 მილიონი დოლარის მიღებას აპირებდნენ, მაგრამ ცხადია, რომ თუკი ყველა აქცია გაიყიდა, კლუბში ბევრად მეტი
ინვესტორებთან თავისი ფასიანი ქაღალდების ორკვირიან პრეზენტაციას კლუბი 1 აგვისტოს დაიწყებს.
კამპანია აშშ-ში, ასევე, ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში გაიმართება. როდის დაინიშნება ვაჭრობის პირველი დღე, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე აქციათა განთავსების ორგანიზატორებად ისეთი აღიარებული კომპანიები გვევლინებიან, როგორებიც არიან Jefferies Group, Credit Su¬isse, JP Morgan და Bank of America.
მიღებული შემოსავლის ნაწილს "იუნაიტედის" მესაკუთრე გლეიზერების ოჯახი საბანკო სესხის 664 მილიონი დოლარიდან 543 მილიონამდე შესამცირებლად მიმართავს.
აქ მეორე მხარეც არის... დანიური Saxo Bank-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წინასწარ გულარხეინად ყოფნა მანჩესტერელებს არ მართებთ, რადგან ცა "იუნაიტედის" თავზე უღრუბლოდ სულაც არ გამოიყურება.
შესაბამისად, ისინი კლუბს სულაც არ მიიჩნევენ ინვესტიციების ჩასადებად საუკეთესო ადგილად. მათი აზრით, აქციათა მესაკუთრეები უახლოეს წლებში სერიოზულ დივიდენდებს არც უნდა ელოდონ.
მათი პოზიცია კონკრეტული არგუმენტებითაა გამყარებული: "იუნაიტედის" ფინანსური ზრდის დიდი ნაწილი კომერციულ საქმიანობაზეა დამყარებული, სხვა სეგმენტები კი, ისეთი, როგორიცაა შემოსავლები კარგი ასპარეზობისა და შესაბამისად, სატელევიზიო რეპორტაჟების რაოდენობის ზრდიდან, ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია და შესაბამისად, ვერც ხელმძღვანელობის ინიციატივებით იქნება გამყარებული.
სკეპტიკოსებს არ ეთანხმებიან ინგლისელი ჟურნალისტები და კონკრეტული ფაქტები მოჰყავთ თავიანთი პოზიციების გასამყარებლად: "იუნაიტედი" შემოსავლების დიდ წილს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან იღებს და თანაც წლის დასაწყისში პრემიერლიგის მატჩების ყურების უფლება 3 წლით 70%-ით ძვირად გაიყიდა, პოპულარობის მხრივ კი, "ეშმაკებს" მსოფლიოში ვერავინ შეედრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"