ისევ რასიზმი და ისევ ფერდინანდი

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" 33 წლის მცველის, რიო ფერდინანდის მიმართ "ტვიტერში" ჩანაწერის გამო დისციპლინარული დევნა დაიწყო.

"წითელი ეშმაკის" კომენტარი "ჩელსის" მცველ ეშლი კოულს ეხებოდა, სადაც მან კოლეგას choc ice უწოდა, რაც პირდაპირ თარგმანში შოკოლადიან ნაყინს ნიშნავს. ამ ჩანაწერს მრავალი ადამიანი გამოეხმაურა. უმრავლესობამ მის საქციელს რასისტული გამოხდომა უწოდა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა ჩანაწერი წაშალა, მაგრამ "ტვიტერის" მომხმარებლებმა მაინც მოასწრეს მისი დაფიქსირება (ე.წ. სქრინშოთი შეინახეს).

აი, რა წერია ასოციაციის განცხადებაში: "ფერდინანდმა ამ გამოთქმით პროფესიონალი ფეხბურთელისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და თავისი კომენტარით შელახა
სხვა ადამიანის ღირსება ეთნიკური წარმომავლობისა და კანის ფერის მიხედვით".

"იუნაიტედის" მცველს ბრალდებაზე ოფიციალური პასუხის გასაცემად დრო 4 აგვისტოს შუადღის 4 საათამდე აქვს. ცხადია, ჯერ უცნობია, თუ რა სანქცია შეიძლება დააწესონ მის წინააღმდეგ.

რიომ უკვე მოასწრო ბრალდებებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ისევ "ტვიტერის" საშუალებით გააკეთა: "რაც დავწერე, იმას რასიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს ჩვეულებრივი ფრაზაა სლენგზე, რაც მატყუარა ადამიანს ნიშნავს".

შესაძლოა, ფერდინანდი ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელზე მას მერეა გაბრაზებული, რაც უკანასკნელმა ჯონ ტერის სასამართლოზე თავისი კაპიტნის პოზიცია დაიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული