ამხანაგური მატჩი. რედ ბულსი-ტოტენჰემი 1:2

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" ნიუ იორკის თასზე "რედ ბულსს" ნერვიულ შეხვედრაში სძლია. ანგარიში მასპინძლებმა მატჩის დებიუტში პენალტით გახსნეს.

"ევერტონის" ყოფილი ლიდერის, ტიმ კეჰილის წინააღმდეგ თამაშის წესი ლონდონელთა ახალწვეულმა იან ვერტონგენმა დაარღვია.

გათანაბრების შანსი ჰქონდათ გარეთ ბეილს (საჯარიმოდან), ტომას ჰადლსტოუნს და დევიდ ბენტლის, მაგრამ პირველ ორ ჯერზე მასპინძელთა მეკარემ ითამაშა კარგად, უკანასკნელის დარტყმა კი მცველებმა დაბლოკეს.

ბილ გაუდეტმა მეორე ტაიმის დასაწყისშიც კარგად ითამაშა, ამჯერად აარონ ლენონის წინააღმდეგ. სტუმრებმა მალე სრული უპირატესობა იგდეს ხელთ.

გილფი სიგურდსონის კუთხურის შემდეგ გარეთ ბეილმა თავით იმარჯვა. თამაშს წერტილი ისლანდიელმა
ვარსკვლავმა დაუსვა, ვინც საჯარიმოს მისადგომებთან მცველებს დაახვია თავბრუ - ჯერ ფლანგზე გაიჭრა, მერე ცენტრში დაბრუნდა და მოჭრილი დარტყმით მეკარეს შორეულ კუთხეში ჩაუხვია.

ინგლისელებს კიდევ ერთხელ მართებდათ გატანა, მაგრამ მაიკ დოუსონმა იმავე სიგურდსონის კუთხურის შემდეგ ფეხის უხერხული მოძრაობით ხარიხას გაარტყა. დაგეგმილია "დეზების" მომდევნო შეხვედრებიც - 5 აგვისტოს ინგლისური "უოტფორდისა" და 9-ში ესპანური "ვალენსიის" წინააღმდეგ.

რედ ბულსი-ტოტენჰემი 1:2
რედ ბულსი: გაუდეტი, ლეიდი, კონდე (კილი 46), ჰოლგერსონი, მილერი (ტუტვენი 84), ტაინიო (სოლი 46), მაკარტი, გ. კეჰილი (პალსონი 46), ლინდპერი (ბორახო 65), კუპერი (ანგულო 86), ლე ტო (არტეაგა 65)
ტოტენჰემი: გომეში, უოლკერი (ნაუტონი 60), დოუსონი, ვერტონგენი (გალასი 46), ასუ-ეკოტო (ბასონგი 83), ჰადლსტოუნი (ჯენასი 46), ლივერმორი (კეროლი 61), ლენონი (სმიტი 83), სიგურდსონი (კაბული 83), ბენტლი (კეინი 46), ბეილი (ტაუსენდი 74)
გოლები: 1:0 (8-პენ), 1:1 ბეილი (59), 1:2 სიგურდსონი (64)

მატჩის შემდეგ
ანდრე ვილაშ ბოაში (ტოტენჰემი): "მართალია, პირველებმა გავუშვით ბურთი, მაგრამ მაინც მთელი შეხვედრა ვდომინირებდით და მეტოქის კართან სიტუაციას რეგულარულად ვამწვავებდით. საბოლოოდ უპირატესობა გოლებში მაინც გარდავსახეთ.

შესვენებაზე, როცა წაგებული გადიხარ, უმნიშვნელოვანესია, შენი თავი ხელში აიყვანო და მეორე ტაიმში კონცენტრირებულმა მოახერხო თამაშის გაგრძელება. ჩემი ფეხბურთელები ასეც მოიქცნენ. ამ გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული