გლეიზერების ოჯახის ეშმაკური ჩანაფიქრი

AutoSharing Option
ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის დევიდ ბიკის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედს" მის მესაკუთრე გლეიზერების ოჯახი გასაყიდად ამზადებს, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ საფეხბურთო კლუბის აქციები ამჟამად მეტისმეტად ძვირად არის შეფასებული და მალე ის რეალურ ნიშნულამდე დაიწევს.

როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" აქციებით ვაჭრობა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მომავალი კვირის პარასკევიდან დაიწყება.

მსურველებს "ეშმაკების" 10%-ის ხელში ჩაგდების შანსი მიეცემათ. გლეიზერებს ამ გზით 300-დან 330 მილიონამდე დოლარის მიღების იმედი აქვთ, საიდანაც ნახევარზე მეტს ისინი, ასე ვთქვათ, ჯიბეში გააქანებენ.

ამერიკული კონსალტინგური კომპანია Square1-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გლეიზერებს ამ გზით
"იუნაიტედის" სრულად გაყიდვამდე კლუბის აქციების მაქსიმალურად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება სურთ.

"მიმდინარე კურსის პირობებში კლუბის მესაკუთრეებს "იუნაიტედში" სუფთა 2 მილიარდი ფუნტის გაკეთება აქვთ მიზნად.

ერთი წლის წინ ეს ფასი 1,8 მილიარდს აღწევდა, მაგრამ ჩემი აზრით ესეც ძალიან ბევრია. არალოგიკურია, თუ საიდან გაჩნდა აქციების მიმდინარე ფასი.

მე ვერც იმას ვიგებ, ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა ("ჯეფრის გრუპი", "კრედიტ სუისი", "ჯეი პი მორგანი" და "ბენქ ოფ ამერიკა". რედ) რატომ დაუჭირეს მხარი ასეთ წამოწყებას.

აქციების 10%-ის გაყიდვით მიღებული თანხიდან ისინი ვალის დასაფარად 75 მილიონის გამოყოფას აპირებენ, რაც ამჟამად 437 მილიონ ფუნტს უტოლდება. აქციათა მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ "იუნაიტედის" აქციების ფასმა ბაზარზე თუნდაც დროებით, მაგრამ ნიშნული შეინარჩუნოს.

გარწმუნებთ, კლუბის 10%-ის მომატებულ ფასში გაყიდვა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე კომპანიის ნახევრის,"
- განაცხადა დევიდ დიკმა ESPN-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული