შეგახსენებთ, რომ იმის იმედად, "რეალში" დღე-დღეზე გადავალო, 26 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეში გამგზავრებაზე უარი თქვა, რის გამოც ის 100 ათასი ფუნტით დააჯარიმეს. "წინ რთული პროცესი გველის, რადგან მოდრიჩს ფიზიკური კონდიციების აღდგენა მოუწევს.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულად ნიჭიერ ფეხბურთელთან.
მთავარია, რომ შექმნილი ვითარება გავაანალიზოთ, შევხედოთ, როგორ შეხვდება ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ,
ასე რომ, მასთან სერიოზულად დალაპარაკება მომიწევს. ვფიქრობ, ერთმანეთს იოლად გავუგებთ.
ლუკა მაღალი დონის პროფესიონალია, ვინც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდი ბოლო წლებში უმაღლეს დონეზე ათამაშდა.
იმედია, სათამაშო რიტმს იოლად დაუბრუნდება, მაგრამ თუკი ეს არ მოხდა, მეტ ყურადღებას მივაქცევთ მის ინდივიდუალურ ვარჯიშებს.
სიტუაცია თავად დაძაბა უკიდურესობამდე და რაკი ასეა, ვალდებულად ვთვლით თავს, შევახსენოთ მისი ვალდებულებები "ტოტენჰემის" წინაშე. მან უნდა გაიაზროს, რომ ვითარება რთულია როგორც პირადად მისთვის, ისე კლუბისთვის," - განაცხადა 34 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
ახალი სატრანსფერო მიზნები
მას მერე, რაც "დეზებმა" "ლიონისგან" უგო ლორისის ტრანსფერზე საბოლოო უარი მიიღეს, ლონდონელები "რომადან" მაარტენ სტეკელენბურგის გადაბირებით დაინტერესდნენ.
ინფორმაციას ჰოლანდიური "დე ტელეგრააფი" ავრცელებს. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის კვალიფიციურ ახალგაზრდა მეკარეს ეძებს, რადგან ვილაშ ბოაშის განკარგულებაში სამი მეკარეა და სამივე უკვე საპატიო ასაკშია - ბრედ ფრიდელი 41 წლისაა, კარლო კუდიჩინი - 38-ის, ეურელიო გომეში - 31-ის.
ჰოლანდიის ნაკრების მეკარე კი ჯერ 29 წლისაა. ცხადია, საქმე მხოლოდ ასაკში არ არის. პირველი ორი 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას გეგმავს. ბრაზილიელი მეკარის იმედად კი "ტოტენჰემი" ვერ დარჩება.
"ჯალოროსის" თავის დროზე "აიაქსიდან" ფეხბურთელის გადაბირება 6,32 მილიონი ევრო დაუჯდა. სტეკეს ის ყველაზე ცოტა 8-9 მილიონად თუ შეელევა.
16 მილიონი ევრო დაუჯდებათ "დეზებს" მოსკოვის ცსკა-დან 22 წლის ალან ძაგოევის შეძენა. რუსული პრესის ცნობით, ევრო 2012-ის ერთ-ერთი ბომბარდირის სამსახურით "არსენალიც" არის დაინტერესებული.
"მოსისხლე მტრებს" შორის ინტერესთა გადაკვეთა ძაგოევისთვის ბრძოლას დამატებით ხიბლს სძენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"