რობერტო დი მატეო და გუსტავო პოიეტი "სტემფორდ ბრიჯზე" მხარდამხარ წლების განმავლობაში თამაშობდნენ და მატჩის დასრულების შემდეგ სავახშმოდაც ერთად წავიდნენ.
იქამდე კი, ვიდრე ბოთლ ღვინოს შეუკვეთავდნენ, დი მატეომ თავისი გუნდის მზადება შეაფასა. აი, რა თქვა მან:
"ჩემი გუნდისგან უფრო სწრაფ თამაშს და მეტ აქტიურობას ველოდი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვნახე ის, რისთვისაც ვემზადებოდით.
მეტისმეტად ჩაკეტილები ვიყავით, არასაკმარისად აგრესიულები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დიდ
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ რამეს არ ვაკეთებდით ისე, როგორც საჭირო იყო. აუცილებელია, რომ უფრო კონცენტრირებულები ვიყოთ და შეტევაში მიზანმიმართულად გავისარჯოთ.
ჩემს განკარგულებაში ჯერ კიდევ არ არის ყველა ფეხბურთელი. ვიღაცისთვის ეს 21-ე დღეა მოსამზადებელ შეკრებაზე, ვიღაცისთვის შეიძლება მე-16 იყოს, ან მე-9, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ ნაკრებშია. ასე რომ, სრულყოფილ მოსამზადებელ შეკრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია".
ბრაიტონი-ჩელსი 3:1
ჩელსი: ჩეხი (ტერნბული 65), ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (ლუისი 61), კოული, ესიენი, ლემპარდი, რამირესი, მეირელეში (მიკელი 46), აზარი, ტორესი (ლუკაკუ 79)
გოლები: 0:1 ლემპარდი (35), 1:1 ვისენტე (37), 2:1 ბარნსი (44), 3:1 კროფტსი (86)
31 მილიონი გერმანელში
"ჩელსის" "უიგანთან" ვიქტორ მოზესის ტრანსფერზე შეთანხმება არ გამოსდის.
"დეილი მირორის" ინფორმაციით, "ლურჯები" ძველ, ბევრად უფრო ძვირ ვარიანტს დაუბრუნდნენ და "ლევერკუზენიდან" გერმანიის ნაკრების 21 წლის გარემარბის, ანდრეა შიურლეს გადაბირება ხელახლა მოინდომეს.
ლონდონელები მზად არიან, "ფარმაცევტებს" 31,56 მილიონი ევრო (25 მლნ ფუნტი) გადაუხადონ. ეს წინადადება ბევრად გულუხვია, ვიდრე წინა. რომან აბრამოვიჩის კლუბი აქამდე მხოლოდ 25 მილიონ ევროს (20 მლნ ფუნტზე ცოტა ნაკლები) იმეტებდა შიურლეში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"