"ბოლო რამდენიმე სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჯერ "სუონსისთან" ერთად პრემიერლიგის საგზური მოვიპოვე, მერე ელიტაში ადგილის შენარჩუნება მოვახერხე და ბოლოს თავი უკვე სახელგანთქმულ კლუბში ამოვყავი. ჩემთვის ეს დიდებული დრო იყო. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები მელის.
"ლივერპულში", ისევე,
"ლივერპულის" ვებგვერდზე ახალწვეულის სტატისტიკა გამოქვეყნდა. ყველაზე შთამბეჭდავი, ამ მხრივ, ზუსტი პასების პროცენტია - სეზონის განმავლობაში 2 177 გადაცემიდან 91,2%-მა ადრესატამდე მიაღწია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთ ლივერპულელს მსგავსი შედეგი არ ჰქონია. რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ალენი პასების 85,5%-ს მეტოქის ნახევარზე იძლეოდა.
მოედანზე გატარებული 2 891 წუთის განმავლობაში ჯომ 256-ჯერ მოიპოვა ბურთი, თანაც იმავე მეტოქის ნახევარზე.
უკეთესი შედეგი "წითლებიდან" მხოლოდ ხოსე ენრიკეს ჰქონდა (270). მან 74-ჯერ ჩაჭრა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გადაცემა, მოიგო ორთაბრძოლების 54,5%, შექმნა 44 საგოლე სიტუაცია, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"