რობერტო მანჩინის თანაშემწემ, 46 წლის დავიდ პლატმა საკლუბო ვებგვერდს განუცხადა, რომ მწვრთნელები ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას მთელი 2,5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
შესაბამისად, ლაპარაკი, რომ ჯეკის შეძენა სპონტანურად გადაწყდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ის ტექნიკური და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თანაბრად კარგად შეუძლია ითამაშოს რამდენიმე პოზიციაზე.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ჯეკი უზარმაზარ პოტენციალს ფლობს. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ მისი განვითარებისთვის," - თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.
"სიტის" ვებგვერდმა ახალწვეულს ინტერვიუ სთხოვა. აი, რას
- ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში თამაშისა და განვითარების შანსი მეძლევა.
თუკი ახალ გუნდში ასპარეზობის შანსი უკვე მომავალ უქმეებზე მომეცემა, ჩემთვის ეს უნიკალური გამოცდილება იქნება.
"სიტი" ახალი სამუშაოა. ვალდებული ვარ, კლუბს გამარჯვებებში დავეხმარო. მიხარია, რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ვგულისხმობ სუპერთასის მოგებას. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ "ევერტონს". ცალკე მინდა აღვნიშნო დევიდ მოიესი. ის ფანტასტიკური მენეჯერია.
მან ის ფეხბურთელი აღზარდა, ვინც ახლა თქვენ წინაშე დგას. ვაპირებ, "გუდისონ პარკიდან" წასვლის მერეც შევინარჩუნო დადებითი დამოკიდებულება იქაურებთან. მათ არ უნდოდათ, რომ წავსულიყავი, მაგრამ მსგავს შანსზე უარის თქმა არ შემეძლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"