იტალიის ნაკრებთან ვერც თეო უოლკოტი ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი თეო უოლკოტი მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც ინგლისის ნაკრებს იტალიასთან მომავალ ამხანაგურ მატჩში გამოაკლდა.

გუნდებს შორის შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართება. "მეთოფეთა" ვინგერმა ტრავმა მიიღო და კლუბს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ უოლკოტის გარდა, ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მეკარე ჯო ჰარტი, ვინც ხერხემლის ტრავმის გამო კვირას "ჩელსისთან" "ქომუნითი შილდზეც" ვერ ითამაშა; ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვისაც ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული