გუნდებს შორის შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართება. "მეთოფეთა" ვინგერმა ტრავმა მიიღო და კლუბს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ უოლკოტის გარდა, ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მეკარე ჯო ჰარტი, ვინც ხერხემლის ტრავმის გამო კვირას "ჩელსისთან" "ქომუნითი შილდზეც" ვერ ითამაშა; ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვისაც ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული და თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი.