შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 17 მარტს ასოციაციის თასზე "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ინფარქტი მიიღო.
მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ექიმებს ფაბრისის გულის ასამუშავებლად დეფიბრელატორის გამოყენება რამდენჯერმე დასჭირდათ.
საბედნიეროდ, 5-6-დღიანი კრიზისის შემდეგ მუამბას მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვალა. აპრილის შუა რიცხვებში ის საავადმყოფოდანაც კი გამოწერეს.
მართალია, მას თავად დიდი იმედი ჰქონდა, რომ მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ექიმებმა მას ამაზე ფიქრიც კი აუკრძალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"