რასაკვირველია, არსებობს პროექტი, რაც "ქალაქელებს" მილიონ ფუნტამდე დაუჯდათ. მანჩესტერის მუნიციპალიტეტმა კლუბს ადგილიც გამოუყო, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ სასურველი ფართის მისაღებად "სიტის" ხელმძღვანელობას ადგილობრივ მიწის წვრილ მესაკუთრეებთან მართებდა მოლაპარაკებები.
პროცესი დაიწყო, მაგრამ ის უსაშველოდ გაიწელა, რადგან ერთ-ერთი მესაკუთრე... "მანჩესტერ იუნაიტედის" თავგადაკლული ფანი აღმოჩნდა.
"სიტი" მას საბაზრო ფასზე ბევრად მეტსაც სთავაზობდა, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია. მეტიც, ამ ადამიანს მავნებლური იდეა გაუჩნდა.
"იუნაიტედის" ფანებს მან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის თანაბარ ნაწილებად დაყოფა და ყიდვა
მიზანი გასაგებია - "სიტის" მოლაპარაკებების პროცესი ასე უფრო გაეწელებოდა. მისდა გასაკვირად, ამ ავანტიურაში მხარდამჭერი ვერავინ იპოვა და "სიტისთან" პირისპირ მარტო დარჩა.
ხანგრძლივი და მომაბეზრებელი პროცესის შემდეგ უკანასკნელი წინაღობა უკვე დაძლეულია და მშენებლობის დასაწყებად ყველაფერი მზადაა.
ბაზაზე მარტო ნაგებობების საერთო ფართი 3 კვ/კმ იქნება, რასაც მსოფლიოში აქამდე ანალოგი არ ჰქონია.
არქიტექტორები უშუალოდ ბაზის ტერიტორიაზე 7-ათასიანი სტადიონის აშენებას გეგმავენ. ამას გარდა, იქნება ათეულობით მოედანი, აღდგენითი ცენტრი, საცხოვრებელი ფართი აკადემიის ფეხბურთელებისთვის და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაზა "ეტიჰადის" მეზობლად იქნება.
მშენებლობა კლუბს 100 მილიონი ფუნტი დაუჯდება და გეგმის მიხედვით, ის 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს.
აგერი თუ არა, გოდინი მაინც
ესპანური "მარკას" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" "ატლეტიკოდან" 26 წლის დიეგო გოდინის შეძენა სურს და მზადაა, მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კლუბმა 26 წლის ურუგვაელს ყურადღება მას მერე მიაპყრო, რაც მერსისაიდელი დანიელ აგერის ტრანსფერი გაჭიანურდა. "ლივერპული" დღესაც მზადაა, ფეხბურთელს შეელიოს, მაგრამ აგერი თავად იკავებს თავს ამ ნაბიჯის გადადგმისგან.
ცხადია, რომ გუნდში, სადაც ვენსან კომპანი და ჯოლეონ ლესკოტი თამაშობენ, მას უფრო ხშირად სკამზე ჯდომა ემუქრება. აქვე გეტყვით, რომ "დეილი მეილის" მტკიცებით, რობერტო მანჩინის დაჟინებული მოთხოვნით, ემანუელ ადებაიორი და ნაიჯელ დე იონგი გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებენ. ტოგოელი კარიერას "ტოტენჰემში" განაგრძობს, ჰოლანდიელის მომავალი კი ჯერ ბურუსითაა მოცული.
ჰოჯსონი როდუელს არჩევანს უწუნებს
21 წლის ჯეკ როდუელმა "მანჩესტერ სიტისთან" ხელშეკრულება კვირის დასაწყისში გააფორმა. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი შეგირდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ჰგონია, რომ მას "ეტიჰადზე" სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა.
"სიმართლე ძალიან მწარეა, მაგრამ ასეა და ვერაფერს ვიზამ... ნაკრებში უფრო და უფრო ხშირად მომიწევს ისეთი ფეხბურთელების მიწვევა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.
რაც ყველაზე უცნაურია, მერე ჟურნალისტებთან თავის მართლებაც დამჭირდება და იმის ახსნა, რატომ ვაკეთებ ამას.
მაგალითად ჯეკ როდუელი აიღეთ და მერე "სიტის" ნახევარმცველებს გადაავლეთ თვალი. ცხადია, რომ ჯეკმა ძალიან იჩქარა, როცა "სიტის" წინადადებას დათანხმდა," - განაცხადა ჰოჯსონმა იტალიასთან ამხანაგური მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"