პრემიერლიგაში აუტსაიდერები და ფავორიტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ინგლისში ესეც გარკვეული ტრადიციაა. ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ბუკმეკერები უკვე იღებენ ფსონს იმაზე, თუ რომელ მწვრთნელს დაითხოვენ პირველად.

სამეული, რომელსაც სხვებზე მეტი შანსი აქვს, უკვე გამოიკვეთა. ესენი არიან ნაიჯელ ატკინსი (საუთჰემპტონი), მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი) და სემ ელერდაისი (ვესტ ჰემი). მათ კვალში უდგანან სტივ კლარკი (ვესტ ბრომვიჩი) და ბრენდან როჯერსი (ლივერპული).

ბუკმეკერთა აზრით, ყველაზე მყარად თავიანთ სკამებზე სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) და დევიდ მოიესი (ევერტონი) სხედან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული