"ლივერპული" უახლოეს 48 საათში ახალი ფეხბურთელის შეძენას გამოაცხადებს

AutoSharing Option
16 აგვისტოს, ბრიტანეთის დროით შუადღეს, "ლივერპულის" ოფისში მერსისაიდელთა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აშკარად ბედნიერი სახით დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა:

"ისე, რომ ხმამაღლა ამაზე არ გვილაპარაკია, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გავწიეთ. იმედია, უახლოეს 48 საათში ორი ახალი ფეხბურთელის შეძენას გამცნობთ".

BBC-ის ჟურნალისტის, ბენ სმიტის მტკიცებით, ლაპარაკია ფულჰემელ კლინტ დემპსისა და რეალელ ნური შაჰინზე, ვისი "ფენერბაჰჩეში" ერთწლიანი იჯარის ამბავიც არ დადასტურდა.

რაკი "ლივერპულზე" ვწერთ, აქვე მოგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ტრავმირებულმა ჯო კოულმა ვარჯიში უკვე განაახლა და თუკი მწვრთნელი მიზანშეწონილად ჩათვლის, პრემიერლიგის
პირველ ტურში 31 წლის ფეხბურთელს "ვესტ ბრომვიჩთან" მოედანზე გასვლა უკვე შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული