დანიელ აგერი: რა თქმა უნდა, ჩემს გაძევებას გავასაჩივრებ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველი დანიელ აგერი, რომელიც "ვესტ ბრომვიჩთან" ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში მოედნიდან გააძევეს, მიიჩნევს, რომ იმ ეპიზოდში მატჩის არბიტრი ვერ გაერკვა.

"რა თქმა უნდა, ჩემს გაძევებას გავასაჩივრებ. ტელევიზორით ეპიზოდი განმეორებით ვნახე და კონტაქტი საერთოდ არ ყოფილა. რას ვიზამთ, მსაჯებიც ადამიანები არიან და შესაძლოა, შეცდნენ. ეს უსიამოვნოა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ესეც თამაშის ნაწილია", - განაცხადა დანიელმა მცველმა.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: უშველებელი "ლივერპული"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული