სერხიო აგუერო: სერიოზული არაფერი, უბრალოდ, მუხლში ძალიან მაგრად მომხვდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "საუტჰემპტონთან" (3:2) პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს "სიტის" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო იძულებული გახდა, მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოედანი მე-14 წუთზე დაეტოვებინა. აგუერო ედინ ჯეკომ შეცვალა.

"ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი თავდამსხმელის ტრავმის გამო ძალიან წუხდა, თუმცა თავად არგენტინელმა საკუთარ "ტვიტერში" დაწერა, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

"სამედიცინო შემოწმება გავიარე, რის შედეგად დადგინდა, რომ ტრავმა სერიოზული არ ყოფილა. უბრალოდ, მუხლში ძალიან მაგრად მომხვდა".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი.
პრემიერლიგა. I ტური: უშველებელი "ლივერპული"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული