ოლივიე ჟირუ: გოლის გატანის შანსი კიდევ ბევრჯერ მომეცემა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ "სანდერლენდთან" (0:0) მატჩში გოლის ვერგატანას არ განიცდის.

"ჩემს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში რომ გამეტანა, კარგი იქნებოდა. უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებ. ძალიან მაღელვებს თუ არა ეს? არცთუ ძალიან. გოლი არც "მონპელიეს" შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ მატჩში გამიტანია, შემდეგ კი გოლები ერთმანეთს მიეწყო. გოლის გატანის კიდევ ბევრი შანსი მექნება.

გაიხსენეთ იგივე ვან პერსი. რობინმა გასული სეზონი ფანტასტიკურად ჩაატარა, მაგრამ მას გარკვეული დრო დასჭირდა, რათა გუნდს შეგუებოდა. ჰოლანდიელმა საუკეთესო თამაში მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენა.

აქ იმისთვის არ
ვარ, რომ "არსენალის" გულშემატკივრებს ვან პერსი დავავიწყო. ეს შეუძლებელია. მე, უბრალოდ, გუნდის შეტევაში რაიმე ახლის შეტანა მინდა", - განაცხადა ჟირუმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: უშველებელი "ლივერპული"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული