ჰალკი და მაიკონი ლონდონის "ჩელსიში"

AutoSharing Option
"პორტუს" 26 წლის კაპიტანმა, ბრაზილიელმა ჰალკმა "ეშტადიო დუ დრაგაუზე" უკვე 4 წელიწადი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 200-მდე თამაშში 87 გოლი შეაგდო.

თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ მან დაიმსახურა შანსი, რომ ძალები სხვა ჩემპიონატში მოსინჯოს.

"ჩელსის" ბრაზილიელის ყიდვა ჯერ კიდევ შარშან სურდა, მაგრამ პორტუგალიელებისგან კატეგორიული უარი მიიღო.

"ლურჯები" წელსაც ბევრს ცდილობდნენ და როგორც ჩანს, მათმა დაჟინებამ შედეგი გამოიღო. თავად ჰალკის ცნობით, ის უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს და ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიფრინავს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ოფიციალურ განცხადებას
კვირის ბოლომდე გააკეთებენ. გარიგება 32 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

მაიკონიც სტემფორდ ბრიჯზე?
"სქაი სპორტსის" ცნობით, "ინტერის" 31 წლის მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონი კარიერას "ჩელსიში" განაგრძობს.

გარიგება ლონდონურ გრანდს 8 მილიონი ევრო დაუჯდება. წყარო ამტკიცებს, რომ ვეტერანის კანდიდატურას "ლურჯები" მას მერე მიუბრუნდნენ, რაც "მარსელის" ესპანელი მცველისგან, 21 წლის სესარ ასპილიკუეტასგან უარი მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული