პირველი ტურის ბოლო მატჩში სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა სტუმრად 0:1 წააგეს ლივერპულის "ევერტონთან". ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე "ევერტონის" ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ გაიტანა.
პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ რობინ ვან პერსიმ მატჩის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ჰოლანდიელი 68-ე წუთზე შეუშვეს მინდორზე, მაგრამ თავისი ახალი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. 90 წუთი ითამაშა "იუნაიტედის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა შინჯი კაგავამ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო პრემიერლიგის პირველ ტურში.
ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი -
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, კერიკი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი (ანდერსონი 85), სქოულზი - ნანი (იანგი 78), კაგავა რუნი - უელბეკი (ვან პერსი 68)
გოლი: 1:0 ფელაინი (57)
გაფრთხილება: - ნანი, სქოულზი
კარში დარტყმა: 16-10(10-5), კუთხური: 6-8, ჯარიმა: 13-11, თამაშგარე: 0:1 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 38 415
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"