ლონდონის "ტოტენჰემი" ყიდულობს და ყიდის

AutoSharing Option
"ტოტენჰემს" შემადგენლობის ოპტიმიზაცია აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნით ანდრე ვილაშ ბოაში ბოლო დღეებში ძალიან ბევრს მუშაობს.

"გარდიანის" მტკიცებით, 34 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა "უაით ჰართ ლეინიდან" მაიკლ დოუსონისა და ტომ ჰადლსტოუნის გაშვება ბრძანა.

ჯერ უცნობია, კლუბი მათ საბოლოოდ უშვებს თუ მხოლოდ იჯარით აპირებს დათმობას. ჰადლსტოუნის გადაბირება "სტოკ სიტის" აქამდეც სურდა და ალბათ ეს საქმე შედარებით მალე მოგვარდება. დოუსონს რაც შეეხება, მასზე ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ.

რაც შეეხება შესაძლო ნამატს: "დეილი მეილის" ცნობით, "დეზები" "რომადან" ჩერნოგორიელი ნახევარმცველის, 22 წლის მირალემ პიანიჩის შეძენას
გეგმავენ და მზად არიან, მასში 12 მილიონი ფუნტი გაიღონ. მას, ალბათ, ლუკა მოდრიჩის შეცვლა დაევალება, ვინც "რეალთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული