სანტი კასორლა ფანებმა "სანდერლენდთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
"არსენალში" 27 წლის ესპანელი ნახევარმცველის, სანტი კასორლას სახელს დიდ იმედებს უკავშირებენ. ფეხბურთელს ახალ გუნდში დიდებული დებიუტი გამოუვიდა.

ფანებმა პრემიერლიგის საიტზე მას ყველაზე მეტი ხმა მისცეს და "სანდერლენდთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"მეთოფეთა" საკლუბო ჟურნალმა მას ინტერვიუ სთხოვა, რომლის საინტერესო ამონარიდსაც ქვემოთ გთავაზობთ.

სანტი თავის საფეხბურთო კერპზე გვიყვება:

"აქტიური ფეხბურთელობის ჟამს მოედანზე მრავალი სტილის ფეხბურთელი შეიძლება შეგხვდეს.

როცა პატარა ვიყავი, მამაჩემს იოჰან კრუიფის "ოცნების ბარსელონა" მოსწონდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ყველაზე მეტად მიკაელ ლაუდრუპი მიყვარ
და.

თუმცა მერე ზინადინ ზიდანი გამოჩნდა. ყოველთვის ვამბობდი და მუდამ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, სწორედ ზიზუ იყო. ის ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელი გახლდათ.

ახლა ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან პოპულარულები, მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ მოედანზე ზიდანის ნახვით უნდა ვიყო ბედნიერი. მისი თამაშის მარტო ყურება იყო დიდი სასწაული. ფრანგს ჰქონდა ყველაფერი, რაც დიდ ფეხბურთელს უნდა ჰქონოდა.

მაღალი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. მოედანს ის თავისი სიმაღლიდან უყურებდა. ასეთი აღნაგობის კაცი შეიძლებოდა მოუხერხებელი მოგჩვენებოდა, მაგრამ არა... უნიჭიერესი და ძალიან მოხერხებულიც იყო. სიამოვნებით გადავიღებდი მის სტილს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული