ინგლისის პრემიერლიგა. II ტური: მძიმე სანახაობა "ოლდ ტრეფორდზე"

AutoSharing Option
სანდერლენდში ისეთი წვიმა მოვიდა, რომ "ლაითსის" მინდორს დრენაჟმაც ვერ უშველა. მატჩის არბიტრმა გუნდების მთავარ მწვრთნელებთან კონსულტაციის შემდეგ "რედინგთან" თამაშის გადადება ბრძანა.

ტოტალური ჩელსი
"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" თამაში ძალზე კონცენტრირებულმა დაიწყო და მალე აბსოლუტური უპირატესობა იგდო ხელთ.

კომპლიმენტი ეკუთვნოდათ მცველებს, რომელთაც მე-3 ტურის გადმოტანილი შეხვედრის შემდეგ მიღებული საყვედური გაითვალისწინეს. შედეგად დემბა ბასა და პაპის სისეს ბურთი დიდხანს არ მისვლიათ.

მასპინძლებს პირველივე საგოლე სიტუაციის გამოყენება ტიმ კრულმა არ დაანება. 0:0 ტაბლოზე დიდხანს მაინც ვერ გაჩერდა. ხუან მატამ ფერნანდო ტორესს საჯარიმოსთან პასი დაუგორა.
"ელ ნინიომ" ოდნავ წინ წაიწია თუ არა, მასზე თამაშის წესები დაირღვა.

არბიტრმა თერთმეტმეტრიანისკენ დაუყოვნებლივ მიუთითა. რაკი ფრენკ ლემპარდი ძირითადში არ იყო, დარტყმა თავის თავზე ედენ აზარმა აიღო და გაიტანა. ტაიმის დასრულებას არაფერი უკლდა, როცა ტორესმა ეფექტური შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აზარმა ამჯერად უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა.

მეორე ნახევარში "კაჭკაჭებზე" ზეწოლა არ შენელებულა. ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ იმავე აზარს, ობი მიკელს, ტორესსა და რაიან ბერტრანს. სტუმრებს ამ ყველაფერზე პასუხი მატჩის დასრულებამდე არ გაუციათ - ბოლო წუთებზე კი დემბა ბას შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მას პეტრ ჩეხმა აუღო.

ვან პერსის პირველი
მატჩი მასპინძელთათვის შოკით დაიწყო. დემიენ დაფმა მე-3 წუთზე 10-11 მეტრიდან 75 ათასზე მეტი ფანი წამიერად დაადუმა.

"იუნაიტედი" გონს მალე მოეგო მოულოდნელად ძირითადში გამოჩენილი რობინ ვან პერსის წყალობით.

პატრის ევრას ჩაწოდების შემდეგ ჰოლანდიელმა ურთულესი სიტუაციიდან გაათანაბრა. დარჩენილ წუთებში "ფულჰემს" "იუნაიტედის" რისხვა კიდევ არაერთხელ დაატყდა თავს, მაგრამ მარკ შვარცერმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

ჯერ იყო და, ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მაიკლ კერიკმა 18 მეტრიდან დასცხო. მართალია, მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბურთი შინჯი კაგავას მიუვიდა. იაპონელს გატანა აღარ გასჭირვებია. მერე კი, ეშლი იანგის ჩაწოდების შემდეგ, რაფაელ და სილვამ ახლო მანძილიდან გაიტანა თავურით.

სტუმრები მეორე ტაიმს უფრო მობილიზებულნი შეხვდნენ. ამის მიუხედავად, "იუნაიტედს" მომენტები მაინც ექმნებოდა. რაფაელს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ვან პერსის ფლანგური პასის შემდეგ მცირედით ააცილა. საბოლოო ანგარიში ნემანია ვიდიჩმა დააფიქსირა.

ფულჰემელი სტივენ სიდუელის ჩაწოდების შემდეგ სერბმა თავის კარებში გაიტანა. 31 წლის მცველისთვის ეს პრემიერლიგაში ჩატარებულ 169-ე შეხვედრაში პირველი ავტოგოლი აღმოჩნდა.

მეტოქეთა მეკარეები კი მას 14-ჯერ ჰყავს დამწუხრებული. ალექს ფერგიუსონმა თამაშში დენი უელბეკი და უეინ რუნი ჩართო. მარტინ იოლმა 5 წუთში მინდორზე მლადენ პეტრიჩის ნაცვლად უგო როდალიეგას უხმო.

სწორედ კოლუმბიელმა ჩაიდინა ის, რამაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი ლამის შოკში ჩააგდო.

შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე დე ხეას კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა. როდალიეგას რუნი ფეხებში ჩაუვარდა, ვისი ბუციც ინგლისელს ბარძაყში მოხვდა და, შეიძლება ითქვას, მთელი ფეხი გადაუსერა.

"ეშმაკების" ვარსკვლავი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ვარაუდით, რუნის ოთხი კვირა გაუცდება.

მეორე მსხვერპლი
"ვესტ ბრომვიჩმა" პირველ ტურში "ლივერპულისგან" მარტო "ბუნდღა" დატოვა, დაამარცხა რა 3:0. პრემიერლიგის აუტსაიდერად მიჩნეულ კლუბს მეორე ტურშიც სერიოზული გამოცდა ელოდა "უაით ჰართ ლეინზე".

სტივ კლარკის გუნდმა ეს გამოცდაც "ხუთიანზე" ჩააბარა. მართალია, ქულა ბოლო წუთზე გაუხდა გადასარჩენი, მაგრამ მათ დამსახურებას ეს ვერ აკნინებს.

"დეზებს" პირველ 45 წუთშივე შეეძლოთ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. გატანა მართებდათ გარეთ ბეილს, აარონ ლენონს, რაფაელ ვან დერ ვაარტსა და იან ვერტონგენს. სტუმართაგან ერთადერთი სახიფათო სიტუაცია მარკ-ანდრე ფორჩუნს შეექმნა.

65-ე წუთზე, როგორც იქნა, ჯერმეინ დეფომ ანგარიში გახსნა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა პასის მომენტში მასზე თამაშგარე (სრულიად სამართლიანი) დააფიქსირა. 74-ეზე კი გოლი ბენ ფოსტერის კარში მაინც გავიდა და ეს უკვე წესების დაცვით მოხდა. ბენუა ასუ-ეკოტომ დიდი მანძილიდან შორეულ კუთხეს დაუმიზნა.

საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრებმა ბრედ ფრიდელის კართან შტურმი მოაწყვეს. მცველებმა კუთხურების გათამაშების შემდეგ ორჯერ გამოიტანეს ბურთი ხაზიდან. გაჯანჯლებული შეტევა ჯეიმს მორისონმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.

სუონსის ლოგიკა
"სუონსის" შარშანდელი თამაში ყველამ ერთხმად შეაფასა წლის უმთავრეს სენსაციად. მას მერე კი, რაც გუნდი წარმატებების უმთავრესმა შემოქმედებმა ბრენდან როჯერსმა, გილფი სიგურდსონმა და ჯო ალენმა "ლიბერთი სტედიუმი" დატოვეს, უელსელებს კრახს უწინასწარმეტყველებდნენ. არაფერი მსგავსი გუნდს არ ეტყობა.

მეტიც, მან ორიდან ორი თამაში მოიგო და საერთო ჯამში ბურთების სხვაობა +8 აქვს. ამ ეტაპზე, თუკი ჩემპიონატის აღმოჩენაზე შეიძლება ლაპარაკი, თამამად ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ასეთია "თეთრი გედების" ესპანელი ნახევარმცველი მიგელ მიჩუ.

გულუბრყვილო დაცვა
ახლად შეკრულმა "ლივერპულმა" ფანებს ის მაკეტი წარუდგინა, რისი მშენებლობისკენაც ისწრაფვის "წითლების" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი.

მერსისაიდელებმა მრისხანე მეტოქესთან შემტევი ფეხბურთი გააჩაღეს და რომ არა დაცვაში დაშვებული გულუბრყვილო შეცდომები, სეზონის პირველ გამარჯვებას იზეიმებდნენ.

გამართლება რამდენად შეიძლება ამისი, არ ვიცით, მაგრამ ახსნა კი შეიძლება - მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიცირებული დანიელ აგერი აკლდა. სება კოატესმა მისი ღირსეულად შეცვლა ვერ შეძლო.

ინგლისის პრემიერლიგა. II ტური
სუონსი-ვესტ ჰემი 3:0
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ნ. ტეილორი (დევისი 84) - დე გუზმანი (აგუსტინი 75), ბრიტონი, მიჩუ - ნ. დაიერი, გრემი, რუტლეჯი (მური 81)
ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი - დემელი, ჯ. კოლინზი, რიდი, მაკარტნი - ნოუბლი, ტომკინსი (ვას ტე 46), დიამე (ა. დიარა 70) - ჯარვისი, კ. კოული (მაიგა 62), ნოლანი
გოლები: 1:0 რანხელი (20), 2:0 მიჩუ (29), 3:0 გრემი (64)
გაფრთხილება: რანხელი, ჩიკო - კ. კოული, ნოლანი, ჯ. კოლინზი, რიდი
კარში დარტყმა: 8-4(5-4), კუთხური: 5-4, ჯარიმა: 15-18, თამაშგარე: 4-2, ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 20 424

ასტონ ვილა-ევერტონი 1:3
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, კლარკი - ნ’ზოგბია, ელ-აჰმადი, ჰერდი (ლიშაი 59), ბენანი (ვაიმანი 70) - დელფუნესო (ჰოლმენი 46), ბენტი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ნევილი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი, პიენაარი, გიბსონი (მირალიაში 71), ს. ნეისმიტი (კოულმენი 64), - იელავიჩი (ჰეიტინგა 87), ფელაინი
გოლები: 0:1 პიენაარი (3), 0:2 ფელაინი (31), 0:3 იელავიჩი (44), 1:3 ელ-აჰმადი (75)
გაფრთხილება: ელ-აჰმადი
გაძევება: კლარკი (58) -
კარში დარტყმა: 6-14(3-6), კუთხური: 1-9, ჯარიმა: 9-11, თამაშგარე: 0-3, ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 36 565

მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 3:2
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, კერიკი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი, ანდერსონი (გიგზი 81) - ვალენსია, კაგავა (რუნი 68), ე. იანგი (უელბეკი 68) - ვან პერსი
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, ბრიგსი - მ. დიარა (ბეირდი 81), დემბელე, დაფი, რუისი, კაჩანიკლიჩი (სიდუელი 62) - პეტრიჩი (როდალიეგა 73)
გოლები: 0:1 დაფი (3), 1:1 ვან პერსი (10), 2:1 კაგავა (35), 3:1 რაფაელი (41) 3:2 ვიდიჩი (64-ს.კ-ში)
გაფრთხილება: ჰანგელანდი
კარში დარტყმა: 15-8(7-6), კუთხური: 8-8, ჯარიმა: 12-7, თამაშგარე: 1-0, ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 75 352

ნორვიჩი-ქუინზ პარკი 1:1
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ბასონგი, ბარნეტი, გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი - ჯექსონი (კ. მარტინი 88), ჰოლტი (მორისონი 88)
ქუინზ პარკი (4-5-1): გრინი - ტრაორე (ბოსინგვა 73), ჰილი (ონუოჰა 46), ა. ფერდინანდი, ფაბიო - მაკი, დიაკიტე (დერი 85), ჟ.ს. პარკი, ჰოილეტი - სისე, ზამორა
გოლები: 1:0 ჯექსონი (11), 1:1 ზამორა (19)
გაფრთხილება: ჰილი, ა. ფერდინანდი
კარში დარტყმა: 11-5(4-3), კუთხური: 6-2, ჯარიმა: 11-13, თამაშგარე: 1-4, ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 26 317

საუთჰემპტონი-უიგანი 0:2
საუთჰემპტონი (4-5-1): კ. დევისი - კლაინი, ხ. ფონტე, ჰოიველდი, ფოქსი - ს. დევისი (ვორდ-პრაუსი 75), შნაიდერლინი, ლალანა, დო პრადო, როდრიგესი (შარპი 76) - ლამბერტი
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, კონე (ბოსელი 90+2) - ბოისი, მაკარტი, მაკარტური, ფიგეროა - რამისი, დი სანტო (ხ. გომესი 67), მელონი (ბოსეჟური 75)
გოლები: 0:1 დი სანტო (51), 0:2 კონე (89)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 12-6(8-2), კუთხური: 10-3, ჯარიმა: 4-8, თამაშგარე: 1-2, ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 29 604

ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო - ლივერმორი, სანდრო (სიგურდსონი 73) - ლენონი, ვან დერ ვაარტი (ადებაიორი 62), ბეილი - დეფო (ჯენასი 76)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიდი, ჯ ოლსონი, მაკოლი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ - დორანსი (ბრანტი 75), მორისონი, ფორჩუნი (როზენბერგი 78) - ლონგი (ლუკაკუ 63)
გოლები: 1:0 ასუ-ეკოტო (74), 1:1 მორისონი (90)
გაფრთხილება: ვერტონგენი - მულუმბუ, რიდი, იაკობი
კარში დარტყმა: 15-7(9-3), კუთხური: 7-5, ჯარიმა: 9-6, თამაშგარე: 2-3, ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 36 166

ჩელსი-ნიუკასლი 2:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, დ. ლუისი, გ. კეჰილი, ე. კოული - მიკელი, მეირელეში (ლემპარდი 88), ბერტრანდი - აზარი, ტორესი, მატა (რამირესი 67)
ნიუკასლი (4-3-3): კრული - სიმპსონი (რ. ტეილორი 64), ს. ტეილორი, კოლოჩინი, სანტონი (სანტონი 74) - კაბაი (პერჩი 77), ანიტა, ხონასი, ბენ არფა, ს. სისე, ბა
გოლები: 1:0 აზარი (22-პენ), 2:0 ტორესი (45+2)
გაფრთხილება: - ტორესი
კარში დარტყმა: 11-9(6-3), კუთხური: 2-3, ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 1:3, ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 718

სანდერლენდი-რედინგი გადაიდო

სტოკ სიტი-არსენალი 0-0
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილსონი, შოუკროსი, ჰუთი, უილკინსონი - კაიტლი, უელანი (პალასიოსი 81), კემერონი, პენანტი (ჯერომი 66) - კრაუჩი (შოტონი 79), უოლტერსი
არსენალი (4-3-3): მანონე - გიბსი, ვერმალენი, მერტეზაკერი, ჯენკინსონი - არტეტა, კასორლა (რემსი 81), დიაბი - ჟერვინიო (უოლკოტი 72), ჟირუ, პოდოლსკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 72)
კარში დარტყმა: 5-13(3-2), კუთხური: 0-11, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 3:1, ბურთის ფლობა: 32%-68%
გაფრთხილება: ჰუთი, უილკინსონი -
მაყურებელი: 27 072

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2-2
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, კოატესი, კელი (ხოსე ენრიკე 66) - ალენი, ლუკასი (შელვი 5) - სტერლინგი, ბორინი (კეროლი 83) - სუარესი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, კ. ტურე, კოლაროვი - მილნერი (დ. სილვა 76), ი. ტურე, ნასრი (როდუელი 59), დე იონგი - ტევესი, ბალოტელი (ჯეკო 62)
გოლები: 1:0 შკრტელი (34), 1:1 ი. ტურე (63), 2:1 სუარესი (66), 2:2 ტევესი (80)
გაფრთხილება: სუარესი -
კარში დარტყმა: 10-9(3-4), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 0:1, ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 44 942

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9
2. სუონსი 2 2 0 0 8-0 6
3. ევერტონი 2 2 0 0 4-1 6
4. ვესტ ბრომვიჩი 2 1 1 0 4-1 4
5. სიტი 2 1 1 0 5-4 4
6. ფულჰემი 2 1 0 1 7-3 3
7. იუნაიტედი 2 1 0 1 3-3 3
8. უიგანი 2 1 0 1 2-2 3
9. ნიუკასლი 2 1 0 1 2-3 3
10. ვესტ ჰემი 2 1 0 1 1-3 3
11. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2
12. არსენალი 2 0 2 0 0-0 2
13. სანდერლენდი 1 0 1 0 0-0 1
14. ტოტენჰემი 2 0 1 1 2-3 1
15. რედინგი 2 0 1 1 3-5 1
16. ლივერპული 2 0 1 1 2-5 1
17. ნორვიჩი 2 0 1 1 1-6 1
18. ქუინზ პარკი 2 0 1 1 1-6 1
19. საუთჰემპტონი 2 0 0 2 2-5 0
20. ასტონ ვილა 2 0 0 2 1-4 0

ბომბარდირები
3 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 2-2 - ბლადენ პეტრიჩი, დემიენ დაფი (ორივე ფულჰემი), ნათან დაიერი (სუონსი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ბრანისლავ ივანოვიჩი, ფერნანდო ტორესი, ფრენკ ლემპარდი (ყველა ჩელსი)

მომდევნო ტური
1-ლი სექტემბერი - ვესტ ჰემი-ფულჰემი, სუონსი-სანდერლენდი, ტოტენჰემი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, უიგანი-სტოკ სიტი, მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი
2 სექტემბერი - ლივერპული-არსენალი, ნიუკასლი-ასტონ ვილა, საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

momdevno turi:

1-li seqtemberi - vest hemi-fulhemi, suonsi-sanderlendi, totenhemi-norviCi, vest bromviCi-evertoni, uigani-stok siti, manCester siti-quinz parki

2 seqtemberi – liverpuli-arsenali, niukasli-aston vila, sauThemptoni-manCester iunaitedi

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული