უეინ რუნიმ შესაძლოა, ორი თვე ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, უეინ რუნის ტრავმა შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ამას თავიდანვე ვარაუდობდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუნი "ფულჰემთან" (3:2) პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში დაშავდა.

ოპერაციის შემდეგ ინგლისელი თავდამსხმელის გამოჯანმრთელების ვადა გაიზარდა. ექიმების ცნობით, ჭრილობაში ინფექციის შეღწევის ალბათობა ძალიან დიდია.

მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ტრავმა უხერხულ ადგილას არის. სხეულის ეს ნაწილი მუდამ მოძრაობაშია და ამიტომ შეხორცებას გარკვეული დრო დასჭირდება.

თავდაპირველად საუბარი ერთ თვეზე იყო. ახლა კი შესაძლოა, რუნიმ ორი თვე ან უფრო მეტი გამოტოვოს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:

ინგლისის პრემიერლიგა. II ტური: მძიმე სანახაობა "ოლდ ტრეფორდზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული